რეფლექსიები


          ჩატარებული  გაკვეთილის რეფლექსია-----სამოდელო გაკვეთილი-ინტეგრირებული-
      ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება.
     
         18 ოქტომბერი 2018 წელი
         ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველი  კლასის მასწავლებელი
    ლუარა დარსალია  
   გაკვეთილის თემა: ასო- ბგერები: ,,ი“ და ,,ა“-გაცნობა
 გაკვეთილის მიზანი იყო-
Ø  ასო-ბგერა ,,ი“,ასო-ბგერა ,,ა“,გაცნობა
Ø  მუშაობა კითხვის ჩვევის გამომუშავებაზე
Ø  ბუკთან მუშაობის საწყისი ჩვევების გამომუშავება

ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, სინთეზი.
რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო ბავშვისათვის სხვადასხვა ,,საგნად“ , მით უფრო უჭირს აღქმა და შესწავლა, ამიტომაც  საჭიროა საგნების გაერთიანება საგნობრივ ჯგუფებში და შესაბამისად თითოეული გაკვეთილის  სასწავლო მიზანი სტანდარტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს. მოსწავლეებს  მოსწონთ  და ეხალისებათ ახალ საკითხზე მუშაობა.
    გაკვეთილი დაიწყო მუსიკალური ჩანაწერით ,,ანი, ბანი, განი, ქართული ანბანის“ მოსმენით. გახალისდნენ ბავშვები. შევახსენე მათ მიერ შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მივულოცე ანბანეთში შებრძანება, ნახეს ბუკებში ,,მოლაპარაკე ანბანი“, გაიხსენეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი-ანბანში რამდენი ასო-ბგერაა, ხმოვანი  ჩამოთვალეს, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზე, ვაჩვენე სლაიდები: დედაენაზე, იაკობზე, დედაენის ძეგლი. ფიზ.პაუზის შემდეგ მქონდა აქტიური ლექცია ქართული ანბანის სამსახოვანებაზე, ვაჩვენე სლაიდები.
ვესტუმრეთ ბუნებას, გაიხსენეს წელიწადის დროები, აღნიშნეს ახლა რატომ არის შემოდგომა ,დაახასიათეს, ვაჩვენე სლაიდები . გაიხსენეს ბუნების გამოღვიძება არის გაზაფხულზე, დაახასიათეს გაზაფხული, აღნიშნეს ყვავილების სახეობები, გამოვყავით ია. დაფაზე გაკრული პლაკატიდან შეადგინეს პატარა ამბავი. გამოვყავი ორი სხვადასხვა წინადადება, ვეწვიეთ მათემატიკას და ჯერ წრეები, შემდეგ სამკუთხედები ჩახაზეს იმდენი რამდენი სიტყვაც იყო ამ წინადადებებში. დახურული ყუთი გამოვიტანე და გამოთქვეს ვარაუდები თუ რა იყო ყუთში. აღმოჩნდა ქოთანში ჩარგული ოთახის ყვავილი-ია. გახალისდნენ ბავშვები. პლაკატზე ვაჩვენე ასო-ბგერა ი ასო-ბგერა ა. ფიზ.წუთის შემდეგ სახელძღვანელოშიც წავიკითხეთ ტექსტი. ნახეს ბუკებში როგორ იწერება ეს ასო-ბგერები. ნიმუში ვაჩვენე დაფაზე. თვითონაც რბილი მავთულით დაამზადეს ეს ასო-ბგერები. კედელზე გაკრულ ანბანის ხეზე მოვნიშნე ი და ა. და აღვნიშნე, რომ ყოველ ახალ ასოს მოვნიშნავთ და ბოლოს მთელი ხე დაიფარება ასოებით.  ფიზ. პაუზის შემდეგ ვეწვიეთ ხელოვნებას,  ბავშვებმა ბუკებში გააფერადეს ია. მქონდა სახალისო აქტივობა ,,ჩვენი ოინები“-იები ცვიოდა ზემოდან.
ბოლოს ვაჩვენე ბავშვებს პატარა იის ნერგი,  გაკვეთილების შემდეგ გადავრგეთ ყუთში და მოვუწოდე ასო ბგერებთან  ერთად გაგვეზარდა.
ბავშვები თვითონ მივიდნენ დასკვნამდე, რომ  სასწავლო საგნები არიან ერთმანეთთან დაკავშირებული შინაარსით და უნარ-ჩვევითაც. და აღნიშნეს, რომ დიდხანს დაამახსოვრდებათ.
ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი შეესაბამება კონსტრუქტივისტული
პრინციპებს-კერძოდ: მოსწავლე თავად აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. მასწავლებლის ინსტრუქციების დახმარებით აკეთებს აღმოჩენებს, ამის შემდეგ გამოაქვს დასკვნა.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, არ დამჭირდა კორექტივების შეტანა. თუმცა გამოიკვეთა საკითხი, რომელსაც გავითვალისწინებ, კერძოდ:
დრო , რომელშიც მქონდა გაწერილი გაკვეთილი ვეღარ ჩავატიე.  მომავალში უფრო ყურადღებით მივადევნებ თვალს.




პრობლემაზე ორიენტირებული  სწავლება
          გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილი ჩავატარე 2019 წლის 2 მაისს.
საკმაოდ რთულია პირველი კლასის მოსწავლეებთან ქცევის წესების შეუშავება და შემდეგ მისი კონტროლი. მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, კლასში პერიოდულად ირღვეოდა  ჩვენ მიერვე (მოსწავლებთან ერთად) შემუშავებული ქცევის წესები. დაკვირვების თანახმად, მივხვდი, რომ მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, კონფლიქტური სიტუაციების არიდების სწავლება, რისთვისაც სამოდელო გაკვეთილად ავირჩიე შემდეგი თემა - „კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები“. ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო :
Ø   კონფლიქტის  ცნებებისა და სახეების გაცნობა.
Ø    უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი კონფლიქტის  მიმართ.                                    ჩამოუყალიბდეს თანაგანცდის უნარი.
Ø  ჩამოაყალიბოს  წესები თუ როგორ დაიცვას თავი კონფლიქტისგან;
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის საინტერესო იყო ამ კუთხით გაკვეთილის წარმართვა, რადგან პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი საკმაოდ რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, როგორც სტრუქტურულად, ისე თემატურადაც, მით უმეტეს, დაწყებით კლასებში.
მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება, რადგან მათ მიეცათ საშუალება მოეფიქრებინათ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო საკუთარი ალტერნატიული გზები და  პოზიციები გაემყარებინათ კონკრეტული მგალითებით.  დასახული მიზნები სრულად იქნა მიღწეული. მე და ჩემმა კოლეგებმა ერთმანეთს გავუზირეთ აზრები გაკვეთილის შემდეგ, რამაც სარგებელი მომიტანა როგორც მე, ასევე - მათ. კოლეგებისთვის ასევე, ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა,  თავადაც ჩაეტარებინათ მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
           ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, ყოველგვარი კონფლიქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას. სხვის ადგილზე თავის წარმოდგენის უნარის განვითარებას, ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირებას. შეუძლია უპასუხოს  შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან, ინფორმაციასთან დაკავშირებით,  შეაფასოს მოცემული პერსონაჟის ქცევა, ასევე, გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარის განვითარებას..
გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში შემავალი აქტივობა: გამოწვევის ფაზა , შინარსის რეალიზება (ფორმატზე აპლიკაციების გაკეთება, power-point -ის ფორმატში მომზადებული პრეზენტაციის მოსწავლეთათვის გაცნობა, წესების შექმნაზე მუშაობა) და რეფლექსია.
განხორციელდა აბსოლუტურად ყველა დაგეგმილი აქტივობა.
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო იმ ფაზაში, სადაც მოსწავლეებმა წამოჭრეს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ალტერნატიული გზები, რადგან მათ შეძლეს თავიანთი




ასაკობრივი შესაძლებლობების ფარგლებში საკუთარი აზრების არგუმენტებით გამყარება და ჩემი დახმარეით ჩამოყალიბეს კონფლიქტის არიდების წესები:
1.ურთიერთსიყვარული
2..დათმობა
3.თანამშრომლობა
4.მოლაპარაკება
5.ურთიერთპატივისცემა

ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო,  რაც გაკვეთილის ძლიერი მხარეა.
გავაუმჯობესებდი დროის მენეჯმენტს. გაკვეთილის მცირე ზომიდან გამომდინარე (35 წთ.), მე, როგორც პედაგოგი, ვიყავი ძალიან დაძაბული და ვცდილობდი, მკაცრად მეკონტროლებინა დრო და ჩემდა უნებურად, იმის ნაცვლად, რომ დროის ჩარჩოს გავცდენოდი, მოხდა პირიქით, გაკვეთილის დასრულების შემდეგ კიდევ დამრჩა 2 წუთი, რომელიც გამოვიყენე გაკვეთილის მიზნების შესაჯამებლად. ანუ, მოსწავლეებს გავახსენე, თუ რა იყო გაკვეთილის თემა  და მიზანი (მოსწავლეებისთვის პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება) და მათთან ერთად გავაანალიზე, როგორ და რა სახით მივაღწიეთ გაკვეთილზე ჩვენ მიერ დასახულ მიზანს.აუცილებლად დავხვეწ დროის მენეჯმენტის საკითხს.


თარიღი:  08.05. 2019
                                                                 ხელმოწერა: ლ. დარსალია


ინტეგრირებული  გაკვეთილის რეფლექსია

საგანი: ქართული ენა
მასწავლებელი ლუარა დარსალია
2019 წლის 19 აპრილს ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი .
ინტეგრირება განხორციელდა ქართულ ენასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში. თემაზე:  იაკობ გოგებაშვილის მიხედვით ,,მზე და წვიმა’’. (ტექსტს ეთმობა ორი საგაკვეთილო საათი, ეს გაკვეთილი იყო პირველი.)
ქართული ენის აქტივობებმა კარგად გამოკვეთა ამ საგნების გადაკვეთის წერტილი. ტექსტებში მოთხრობილი ამბავი მოზაიკის  ხერხით გარდაქმნა აზრობრივ ნახატად. ამრიგად, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით მოვახდინეთ  ინტეგრირება ხელოვნებასთან.
რადგანაც ეს იყო ინტეგრირებული გაკვეთილი  და ინტეგრირება განხორციელდა რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე პრაქტიკულ ნაწილში, კლასთან 35 წუთის ნაცვლად ვიმუშავე 70  წუთი.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ხელი შეუწყო კოლეგების პროფესიულ განვითარებას. ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილიდან ზოგიერთი ელემენტის გათვალისწინება და  გამოყენება შესაძლებელია. თუნდაც, წინადადებებში გამოტოვებული ასოების  ჩაწერა. აღნიშნული აქტივობა მცირე მოდიფიცირებით შესაძლოა სხვადასხვა საგანშიც დაიგეგმოს. მაგალითად, მათემატიკაში შეკრების ან გამოკლების დროს გამოტოვებული საკლების, მაკლების ან პირველი და მეორე შესაკრებების პოვნა და გამოტოვებულ ადგილზე ჩაწერა.
კოლეგებმა მცირე მოდიფიცირებით სახვითი ხელოვნებასთან ინტეგრირებაც  შეიძლება გამოიყენონ. კერძოდ, ისტორიაში შესაძლებელია შეიქმნას პირამიდების  კოლაჟი; მათემატიკაში გეომეტრიული ფიგურების კომბინაციით რაიმე მაკეტი(მოდელი).

გაკვეთილის მიზანი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეთა ნამუშევრებიდან გამოჩნდა, რომ მათ სწორად გაიაზრეს  ტექსტი. შესაბამისად,  მოზაიკაშიც  სწორად ასახეს ტექსტის შინაარსი. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ტექსტების დამუშავებასაც კარგად გაართვეს თავი.
გაკვეთილის მიზნის მიღწევა უზრუნველყო, ასევე, სწორად შერჩეულმა შემდეგმა სტრატეგიებმა:

·         ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავებამ;
·         არსებული ცოდნის გახსენება/ბგერების იმპროვიზაცია./
·         პრაქტიკულმა  მუშაობამ.

სწორად შერჩეული თემები ყოველთვის უზრუნველყოფს შესაბამისი
 სასწავლო შედეგების მიღწევას. შესაბამისად, უფრო ხშირად ჩავატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.

 დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უძნელდებათ ხოლმე ტექსტის შინაარსის გაგება. მით უმეტეს, პირველკლასელებს, რომლებიც ახალი გადასულები არიან ანბანის შემდგომ პერიოდზე. შესაბამისად, მოთხრობების აზრობრივ ნახატად წარმოდგენა უადვილებს ბავშვებს ტექსტის შინაარსის დამახსოვრებას. (პრაქტიკული მუშაობაუზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, რაც გაკვეთილის ძლიერი მხარეა. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა კი განაპირობა საინტერესო აქტივობებმა.
გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სახვითი ხელოვნების ნაწილში, როდესაც მოზაიკის  ხერხით შექმნეს აზრობრივი ნახატები. იმის გამო, რომ ეს იყო პრაქტიკული ნაწილი, უფრო მეტადაც გააქტიურდნენ.

 მოსწავლე ტექსტს უმეტესად კითხულობდა ასოებით და არა მარცვლებით. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვიმუშაო მარცვლებზე, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს ტექსტების მთლიანი სიტყვებით წაკითხვა. უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეს მივაწვდი დამარცვლის პრინციპით დაწერილ ტექსტს, სადაც მარცვლები სხვადასხვა ფერით იქნება გამოკვეთილი.





25.04.2019

                                                                                        ლუარა დარსალია

No comments:

Post a Comment