სოცპროექტი - ,,როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას"


                           პროექტის აქტუალობა
სადამრიგებლო პირველ  კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე რომ ბავშვები დასვენებაზე  არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებებოდნენ და თანაც ჰიგიენის დაცვის გარეშე. ამიტომაც გადავწყვიტე,  რომ ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სოფლის უბნის ექიმთან -ლილია გოგუასთან.
პროექტის ხანგრძლივობა-3 კვირა.
მიზანი
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.

პროექტი განხორციელდა  ესგ-ის პირველი კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად:
ბუნ.1.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ქართ.1.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.



ამოცანები და განხორციელების გზები
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.
განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:
პირველი ნაბიჯი-(25.04.2019-დან 30.04.19-მდე) -შევახვედრებ ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ნატო გოგუას ,რომელიც ესაუბრება ბავშვებს თემაზე: ,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი-( 1.05.2019დან-3.05.2019-მდე)-ექიმს დაველაპარაკები შეხვედრის თაობაზე,   მოვილაპარაკებთ რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება,  დავთქვამთ  შეხვედრის დროს.
მესამე ნაბიჯი-2019 წლის 6 მაისს, შევხვდებით ექიმ ლილია გოგუას.
მეოთხე ნაბიჯი-( 2019 წლის 10 მაისს)მოვახდენთ პროექტის შეჯამებას ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას დავაკვირდები რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთნ შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
                                                             შეხვედრის დღის გეგმა:


                        ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
დღის რეჟიმი
პირადი ჰიგიენა
ძილი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ვიტამინები
მიკრობები და ბაქტერიები
სწორად კვების ოქროს წესი

                                          შედეგი
    შედგება მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში:
ბავშვები მრავალ სასარგებლო ინფორმაცია მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის მოვლის შესახებ:
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არ არის საშიში და რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


სოციალური  პროექტი
როგორ გავუფრთხილდეთ  საკუთარ  ჯანმრთელობას
   კლასის ხელმძღვანელის რეფლექსია განხორცილებულ პროექტზე
მას შემდეგ რომ შევნიშნე,  ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. გადავწყვიტე ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სოფლის ექიმთან ლილია გოგუასთნ.  ლილია ჩვენი უბნის ექიმია, ძლიან ყურადღებინი, თავისი საქმისთვის გულმოდგინე და მცოდნეა.
გარდა ამისა ძალიან მინდოდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სურვილი გამიჩნდა მშობელი უფრო დამეახლოვებინა კლასთან.
  მიზანი:
·         მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
·         პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.
ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო:
პირველი ნაბიჯი-(25.04.2019-დან 30.04.19-მდე))-ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო გოგუა ესაუბრა ბავშვებს თემაზე: თუ როგორ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
მეორე ნაბიჯი-(1.05.2019დან-3.05.2019-მდე)-ექიმს დაველაპარაკე შეხვედრის თაობაზე და დავთქვით შეხვედრის დრო.
მესამე ნაბიჯი-2019 წლის 6 მაისს,  შევხვდით ექიმ ლილია გოგუას მშობლებთან ერთად.
მეოთხე ნაბიჯი-(2019წლის 10 მაისს)-მოვახდინე პროექტის შეჯამება. ბავშვებთან ჩავატარე  ზეპირი გამოკითხვა და დავაკვირდი რამდენად გაიგეს მათ ექიმთან მიღებული ინფორმაცია.
   2019 წლის 10 მაისს ექიმი ჩემს სადამრიგებლო  პირველ კლასს ეწვია. ბავშვები მას მეტად გულთბილად შეხვდნენ. დიდი ინტერესით მოუსმინეს მის საუბარს, რომელიც სლაიდ შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.  ექიმი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, ესაუბრა სწორად კვებაზე, ვიტამინებზე. ესაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, კბილების მოვლა და ჰიგიენა.
ექიმი ბავშვებს ესაუბრებოდა დამაჯერებლად და პატარებისათვის გასაგები ენით. დასასრულს მან ბავშვებს უჩვენა მუსიკალური კლიპი სწორად კვების აუცილებლობაზე. ალექსიმ, რომელსაც ჩვევად აქვს კალმის პირში  ჩადება და ღრღნა, ექიმს უთხრა, რომ დარწმუნდა ამ ჩვევის მავნებლობაში და რომ ის ამ ჩვევას აუცილებლად მოიშლის. ვაკვირდებოდი თუ როგორ ცდილობდა ალექსი ამ ქცევის უკუგდებას, როცა ბავშვები ახსენებდნენ, ძველებურად არ ღიზიანდებოდა, ეთანხმებოდა და ასრულება.
   ექიმს ბავშვები თბილად დაემშვიდობნენ. მშობლებმაც  დიდი კმაყოფილება გამოხატეს ამ შეხვედრის გამო.
შედეგი:
Text Box: • შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
• ბავშვები უკეთესად გაერკვნენ ჯანმრთელობის საკითხებში.
• პატარები ექიმს დაპირდნენ რომ აუცილებლად  შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.

 



                         პროექტის მონიტორინგი
1.      მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა.
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი  მიღწეულია
2.      რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის  მიხედვით განხორციელდა.
3.      რა სარგებლობა მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით,  დროზე დაიძინონ და მოუარონ კბილებს.
4.      პროექტის აქტივობები. გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა. მსვლელობისას რაიმეს  დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
5.      მომავალში უფრო მეტ ყურადღებას  მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში განვახორციელებ მშობელთა ჩართულობის პროგრამას.
                                                                                   
                                                                                            
                          
                                                                                                     
                                                 პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1.      მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.      რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5.      განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.
6.      მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?
                       სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა
          ქალაქ ჩხოროწყუს, სოფელ  ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის უფროსმა პედაგოგმა
                                                                                                       ლუარა დარსალიამ


                                                                                        ლუარა დარსალია
                                                      14. მაისი 2019 წელი                                              








დანართები.



No comments:

Post a Comment