ინტეგრირებული გაკვეთილი


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი- ლუარა დარსალია
საგანი ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა-8
გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილის ,,მზე და წვიმა’’

15.04 2019

სამოდელო გაკვეთილი სახე-ინტეგრირებული
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში
გაკვეთილის თემა:
 ქართულ ენაში  (გამომცემლობა ,,დიოგენე“)    -----„ მზე და წვიმა
სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება ,,მოზაიკა’’
გაკვეთილის ხანგრძლივობა-45 წუთი


სასწავლო მიზნები:
ქართული ენა
Ø  მოსწავლემ განივითაროს კითხვის უნარ- ჩვევა;
Ø  სხვადასხვა ხერხით აღიქვას წაკითხული ტექსტის შინაარსი;
Ø  გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, შეძლოს მარტივი ინფორმაციის გადმოცემა და საკუთარი აზრის დაფიქსირება;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
Ø  მოზაიკის ტექნიკის გაცნობა და სათანადო პრაქტიკული უნარ-ჩვევის გამომუშავება
Ø  შემოქმედებითი უნარის  განვითარება

ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორები:
ქართული ენა-

v  ქართ.1.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.

·         სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან, ინფორმაციასთან დაკავშირებით;
·         აფასებს პერსონაჟს და მის ქცევას კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და . )

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
-
v  ..1.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
·         აწყობს მოზაიკას სხვადასხვა მასალით
·         ქმნის პლასტილინისგან მარტივ ფორმებს.



                    გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო
წთ
A.ფაზა

აქტივობა 1.-პროვოცირება-სიტყვის სინთეზი
მასწავლებელი იტყვის: მე ,,გადმოგიგდებთ  ბგერებს თქვენ უნდა დაიჭიროთ, შეადგინეთ სიტყვა. რა გამოვიდა? (სიტყვა ,,მზე“)
დაფაზე  წრეში ჩაწერს, მზეს.

ახლა სხვა სიტყვა შევადგინოთ. რა გამოვიდა? (წვიმა.)
ამ სიტყვასაც დაფაზე ჩაწერს წრეში.
( ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის შექმნა.)



იმპროვიზაცია


მთელ კლასთან


დაფა, ცარცი


2 წთ

აქტივობა 2.-ასოციაციური რუკა

მასწავლებელი სვამს კითხვებს:
-როგორია მზე? რას უკავშირებთ? რას გახსენებთ? (პასუხები: ცხელი, ნათელი, კაშკაშა,  ზაფხული, ზღვა, დარი, არდადეგები.)
-როგორია წვიმა? რას უკავშირებთ? (ცივი, თბილი, შხაპუნა, გაზაფხული, ქოლგა, ღრუბელი, ავდარი, ტალახი)
 წრეების ირგვლივ, სადაც ჩაწერილია ეს სიტყვები, მასწავლებელი წერს ყველა სიტყვას, რასაც ბავშვები დაასახელებენ.
(ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეთა აქტიურობის ამაღლება და ჩართულობის მიღწევა)





გონებრივი იერიში




მთელ კლასთან




დაფა, ცარცი



3 წთ

აქტივობა 3. -გამოცანების გამოცნობა

მასწავლებელი მიმართავს კლასს- მე ვიტყვი ორ  გამოცანას თქვენ უნდა გამოიცნოთ:
მოსწავლეები ამბობენ პასუხს.( წინა აქტივობები დაეხმარებათ ამ გამოცანების გამოცნობაში).
-,,ხან შხაპუნა, ხან კი ნელი, იმით ხარობს მთა და ველი“(წვიმა)
-,,ყველას ათბობს, ასაზრდოებს, ღამეს აქცევს დღედ, კაშკაშა და მცხუნვარეა, რა იქნება?(მზე)
(ამ აქტივობის მიზანია ანალიტიკური  აზროვნების განვითარება)





ფრონტალური



მთელ კლასთან



ბავშვები






3წთ

























აქტივობა 4.-,,იცით თუ არა რომ?“

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საინფორმაციო ტექსტს წვიმაზე მზეზე და აჩვენებს სლაიდებს პროექტორით. წაკითხულისა და ნანახის  შემდეგ მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს მზეზე და წვიმაზე.(დანართი1.)
 (საინფორმაციო ტექსტი,  სლაიდები მზეზე, წვიმაზე, მასალები შერჩეულია ინტერნეტიდან-https//www googlie.com)(დანართი 2).
წუთშესვენება.
მოისმენენ სიმღერას მზეზე, წვიმაზე.( აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, წკაპ, წკაპ, წვიმად გადავიქეცი)
(მოცემული აქტივობის მიზანია, მასალაში ჩაღრმავება და გააზრება, ერთი სახის ინფორმაციის გადატანა მეორე სახეში)












ფრონტალური






მთელ კლასთან





ბუკი, პროექტორი

პროგრამა-PowerPoint-ში
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი





5 წთ



















2წთ

აქტივობა 5- წყვილებში მუშაობა

აპლიკაცია პლასტილინით-მზე და წვიმა. მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს თაბახის ფურცლებს სადაც გრაფიკული მონახაზია მზის და წვიმის, ბავშვებმა კი პლასტილინის ფერადი ბურთულებით- მოზაიკით შექმნან მზე და წვიმა  ყველა ნამუშევარი განთავსდება ნამუშევრებისთვის განკუთვნილ ადგილზე.(დანართი 2.)
 (მოცემული აქტივობის მიზანია, დასმული ამოცანის გადაჭრა მეწყვილესთან)













დემონსტრირება












წყვილებში












ფურცლები,
პლასტილინი




















10
წთ

აქტივობა 6.-მუშაობა ჯგუფებში

მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად და აძლევს დავალებას. წარმოიდგინეთ, რომ მზე და წვიმა შეხვდნენ ერთმანეთს. რას ეტყოდნენ ერთმანეთს საკუთარ თავზე? რით შეიქებდნენ თავს?(სავარაუდო კითხვებსა და პასუხებს  ბავშვები წყვილებში ჩამოაყალიბებენ და მასწავლებელი მოისმენს მათ ვარაუდებს) ეუბნება: ახლა ჩვენ წავიკითხავთ მოთხრობას და გავიგებთ, სინამდვილეში რა უთხრეს ერთმანეთს მზემ და წვიმამ.
(მოცემული აქტივობის მიზანია, ვარაუდების ჩამოყალიბება, ზეპირმეტყველების განვითარება)









ზეპირსიტყვიერი








წყვილებში მუშაობა








ბავშვები








3წთ

აქტივობა 7.-კითხვა
მასწავლებელი გადააშლევინებს სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე და ხმამაღლა, გარკვევით უკითხავს ჯერ გამოცანებს, შემდეგ ტექსტს: ,,მზე და წვიმა’’, თან არკვევს, ვინ უფრო სწორად გამოიცნო, რა უთხრეს ერთმანეთს მზე და წვიმამ.
ამის შემდეგ აკითხებს მოსწავლეს, ხსნის უცნობ სიტყვებსა და გამოთქმებს.
(აღნიშნული აქტივობის მიზანია, კითხვის უნარ-ჩვევის გამომუშავება)









კითხვა







მთელ კლასთან







სახელმძღვანელო







10წთ

აქტივობა 8.- ამოიკითხე ტექსტიდან

მასწავლებელი სვამს კითხვებს. პასუხებს მოსწავლეები ამოიკითხავენ ტექსტიდან.
-რით იწონებს თავს მზე? წვიმა?
-რას საყვედურობენ ისინი ერთმანეთს?
-რაზე შეთანხმდნენ მზე და წვიმა?
- შენი აზრით რას ნიშნავს სიტყვა შეთანხმება? (გამოთქვან ვარაუდები)
(მოცემული აქტივობის მიზანია, ტექსტის ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.)






კითხვა-პასუხი





მთელ კლასთან





სახელმძღვანელო





5წთ
აქტივობა 9.

გაკვეთილის გამთლიანება-შეფასება
მასწავლებელი კლასს უსვამს კითხვებს:
-         როგორი იყო გაკვეთილი?
-         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
-         რა ისწავლეთ დღეს, თქვენ რაც აქამდე არ იცოდით?
მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შესრულებული დავალებებისა და მოზაიკაში გაწეული სამუშაოსთვის სიტყვიერი კომენტარებით.





ფრონტალური






მთელ კლასთან           






2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართული ენა

Ø  მოსწავლემ  შეძლო კითხვის უნარ- ჩვევის განვითარება
Ø   
Ø  მოსწავლემ  შეძლო სხვადასხვა ხერხით  წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმა.
Ø  მოსწავლემ შეძლო ლექსიკური მარაგის  გამდიდრება,  მარტივი ინფორმაციის გადმოცემა და საკუთარი აზრის დაფიქსირება;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
Ø  მოსწავლემ შეძლო მოზაიკის ტექნიკის გაცნობით   სათანადო პრაქტიკული უნარ-ჩვევის გამომუშავება
Ø  შემოქმედებითი უნარის განვითარება

შეფასების რუბრიკები

    კარგია
    საშუალოა
   საჭიროებს        გაუმჯობესებას

ორგანიზებულობა,
შემოქმედებითობა

გაკვეთილზე გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, იცავს დროის ლიმიტს;
ყურადღებით ისმენს ინსტრუქციებს და ადეკვატურად  იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად
გაკვეთილზე  გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს; უმეტესად ისმენს ინსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

გაკვეთილზე   არ
გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, არ იცავს დროის ლიმიტს; არ  ისმენს ინსტრუქციებს და არ იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.



ტექსტის კითხვა,
კითხვებზე პასუხის გაცემა

კითხულობს ტექსტს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; ცნობს ყველა ასოს; ყველა კითხვაზე იძლევა სწორ პასუხს.

ტექსტს
კითხულობს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; იშვიათად  ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვათა უმეტესობაზე იძლევა სწორ პასუხს.
ტექსტს ვერ კითხულობს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა;  ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვაზე არ  იძლევა
სწორ პასუხს.
მოსმენილი ტექსტის გაგება
ყურადღებით ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და აკეთებს დასკვნას.
ყურადღებით ისმენს ტექსტს, მეტნაკლებად იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და მეტნაკლებად აკეთებს დასკვნას.

ყურადღებით არ ისმენს ტექსტს, არ იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და არ აკეთებს დასკვნას.



                                              გაკვეთილის გეგმა    
სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლა
პირველი კლასის მასწავლებელი
ლუარა დარსალია
10.10.2018~
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში
სამოდელო გაკვეთილის სახე -ინტეგრირებული:ქართული-მათემატიკა-ბუნება-ხელოვნება
გაკვეთილის თემა:  ქართულ ენაში-ასო-ბგერები ,, ა’’ და ,,ი’’
                                    მათემატიკაში-თვლა, გეომეტრიული ფიგურები
                                     ბუნებაში-წელიწადის დროები
                                     ხელოვნებაში-ყვავილის გაფერადება ბუკებში
კლასი პირველი
მოსწავლეთა რაოდენობა-8 .სსმ კლასში არ არის
გაკვეთილის ხანგრძლივობა-45 წუთი

სასწავლო მიზნები:
Ø  ასო-ბგერა,,ი’’, ასო-ბგერა ,,ა’’-ს გაცნობა
Ø  მუშაობა კითხვის  ჩვევის გამომუშავებაზე
Ø   ბუკთან მუშაობის საწყისი ჩვევების გამომუშავება


საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,თვალსჩინოება, ოთახის დეკორატიული ია, სურათები,სლაიდები პროექტორით, მუსიკალური ჩანაწერები, ბუკები, მოძრავი ასოები, მისალოცი ბარათები, ბუშტები, სურათები იაზე, ასოებზე …

ეროვნულ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:







ქართული ენა-
Ø  ქართ.დაწყ.(I)7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.

მათემატიკა-
Ø  მათ. I.1.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

ბუნება-
Ø  ბუნ.(I)6.მოსწავლემ უნდა შეძლოს დღე- ღამესა და წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა.

ხელოვნება-
Ø  ს.გ.(I)4.მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა


კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან, წყვილებში.

წინარე ცოდნა:
                              მოსწავლეებს შეუძლიათ:
წინადადებიდან სიტყვების გამოყოფა, სიტყვებიდან მარცვლების, მარცვლებიდან ბგერების, იციან ხმოვნები,  სიტყვაში რამდენი მარცვალია,  აქვთ ბუკებში მუშაობის საწყისი ჩვევის  უნარი, გრაფიკულ მახასიათებლებზე  მუშაობა.

                                                                                                                                             


გაკვეთილის მსვლელობა




აქტივობის აღწერა
აქტივობის მიზანი
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა

რესურსი
დრო
A.ფაზა

აქტივობა 1.
მუსიკალური ჩანაწერის- ,,ანი,ბანი,განი,ქართული ანბანი’’-მოსმენა.
მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ სტუმრებს, აღვნიშნავ, რომ ეს გაკვეთილი არის საზეიმო,  ვუხსნი, იმიტომ, რომ  შედიხართ საანბანო პერიოდში,  ეს ნიშნავს, რომ იწყებთ ასო--ბგერების შესწავლას.
ისევე როგორც,აგურს აგურზე დაადებენ და სახლი შენდება, ასევე ანბანის შესწავლით აშენდება თქვენი მეტყველება, ჩვენი ქართული მეტყველება.
სამ კვირაზე მეტია ,რაც სკოლაში დადიხართ, ამ დროის განმავლობაში თქვენ იმუშავეთ სურათის აღწერაზე, გრაფიკულ მახასიათებლებზე,ისწავლეთ ლექსები,ზღაპრები, მოთხრობები, მიყვებოდით საინტერესო ამბებს თქვენზე,დღეს კი გილოცავთ ანბანეთში შებრძანებას.
 შევახსენებ  მათ მიერ შედგენილ ქცევის წესებს, გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და ჰოლისტური შეფასების  სქემას.
(დანართი1,)






მოსწავლეთა მობილიზება





აქტიური ლექცია                                                        






მთელ კლასთან














3წთ
B. ფაზა

აქტივობა2.

მივუბრუნდები თემას, მივმართავ კლასს, რომ შემომყვნენ ანბანეთში, გახსნან ბუკებში,,მოლაპარაკე ანბანი’’, მოისმენენ ანბანს. გაიხსენებენ,რომ ანბანში ოცდაცამეტი ასო- ბგერაა,აქედან ხუთი ხმოვანია დანარჩენი, თანხმოვანი.
 ავუხსნი,რომ ეს ასო-ბგერები თავმოყრილია თქვენს წიგნებში - დედაენაში.









ბუკში მუშაობის საწყისი ჩვევა






ბუკში მუშაობა






მთელ კლასთან






ბუკი






2 წთ
აქტივობა3.

დავსვამ კითხვებს დედაენის შესახებ:
-ვინ შეადგინა დედა ენა? -სად დაიბადა იაკობი?
მივაწვდი ინფორმაციას თუ როგორ შეადგინა დედაენა და როგორ მოიტანა ჩვენამდე, თუმცა ბევრჯერ განიცადა განახლება, მაგრამ საფუძვლად მაინც იაკობის დედაენა უდევს. 14 აპრილი დედაენის დღედ არის მიჩნეული(სლაიდები: იაკობის სურათი,   დედაენის სხვადასხვა გამომცემები, დედაენის ძეგლი). და აქვე შევახსენებ წინასაანბანო პერიოდში ნასწავლ ლექსს იაკობზე
,,ამ კეთილმა ძიაკაცმა გვისახსოვრა დედაენა,
პატარების სიხარული იყო მისი შვება-ლხენა’’

ფიზ. წუთი








წინარე ცოდნის გააქტიურება







ფრონტალური






მთელ კლასთან





პროექტორი




3 წთ


























1 წთ
  



აქტივობა 4.

ბავშვებო, ჩვენ ვთქვით, რომ დედაენაშია თავმოყრილი ანბანი.
მოგიყვებით ქართულ ანბანზე.(აქტიური ლექცია)
ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი  საქრთველოს პირველ მეფეზე  ფარნავაზზე ამბობს, რომ,,ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართულსა შინა’’ ანუ პირველი ქართული ანბანი შექმნა ფარნავაზ მეფემ.
- ქართული ანბანი სამსახოვანია, ასომთავრული,  ნუსხური, მხედრული, ჩვენი თანამედროვე ანბანი. მსოფლიოში თოთხმეტი ანბანია,მათ
შორისაა ქართული ანბანიც. თავისი სიძველის გამო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს, როგორც ,,ქართული ანბანის სამი სახეობის  ცოცხალი კულტურა,,. თბილისში ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს.
(სლაიდები: მეფე ფარნავაზის ძეგლი, ქართული ანბანის ძეგლი და  ანბანის სამსახოვანება)






 ინფორმაციის მიწოდება




აქტიური ლექცია




მთელ კლასთან





პროექტორი
კომპიუტერი





3წთ
ფიზ. წუთი









აქტივობა 5.

მოდით ვესტუმროთ ბუნებას,
-რამდენი დროა წელიწადში?
 -ახლა რა დროა?
(დაახასიათებენ შემოდგომას)
მაშინ მითხარით ,
-როდის იღვიძებს ბუნება?
-რას ნიშნავს ბუნების გამოღვიძება?
-რომელი ყვავილები იცით?
(დაასახელებენ სხვადასხვას მათ შორის იასაც,
- ია როგორია? (ნაზი, საყვარელი, კოპწია..)
ვაჩვენებ სლაიდებს იებზე.

აქტივობა 6.


დაფაზე გაკრულია სურათი,  მივმართავ კლასს,მინდა შეხედოთ ამ სურათს,
-რას ხედავთ სურათზე?( ჩანს ხეები,გოგო,ბიჭი, ყვავილები, ია). გოგოს და ბიჭს  სახელები დავარქვათ,მაგ. ანანო და გია,ბიჭი ანანოს იას აწვდის,
-რა უთხრა გიამ ანანოს?
- რა  მიაწოდა გიამ ანანოს?
 შეადგენენ პატარა ამბავს. გვექნება კონკურსი,იმუშავეთ წყვილებში.
.რამდენსიტყვიანია წინადადება: ,,ანანოს გიამ იები მიართვა’’, ვეწვიოთ მათემატიკას, დავარიგებ ფურცელებს  და ამ ფურცელზე ჩახაზონ იმდენი, წრე რამდენი სიტყვაცაა ამ  წინადადებაში
.- 2.რა უთხრა გიამ ანანოს?
-,,აი ანანო  ია“,
ჩახაზონ იმდენი სამკუთხედი რამდენი სიტყვაცაა ამ წინადადებაში. წყვილები გაცვლიან სამუშაოს.












წელიწადის დროების დახასიათება























ილუსტრაციიდან ამბის  შედგენა













ფრონტალური
























ფრონტალური












მთელ კლასთან

























წყვილებთან













პროექტორი



















ფურცელი
კალამი
სურათი











3წთ






















4წთ
ფიზ. წუთი






1წთ


აქტივობა 7.

კუთხეში დევს ყუთი, გამოვიტან და ბავშვებს ვეკითხები:
-რა შეიძლება იყოს ყუთში?(ვერსიები)
აღმოჩნდება ია.
დავაბრძანებთ იას.ლექსი იაზე:
,,რას ინატრებ ია რასა?
წვიმის წვეთებს წკრიალასა,
რომ სულ მუდამ ვამშვენებდე
საქართველოს იალაღსა“.
გაიმეორებენ ბავშვები.
პლაკატიდან ასო-ბგერა ი და ას-ბგერა ა -წაკითხვა

ფიზ. წუთი


აქტივობა 8.

ახლა გადავშალოთ წიგნები და ვნახოთ სად არის ია.
წიგნებში მონახავენ იმ სურათს რომელიც დაფაზეა გაკრული.
მე დავიწყებ კითხვას, ბავშვები გააყოლებენ თითს. თან ვხსნი: ასო-ბგერას იმიტომ ვამბობთ, რომ ასოს ვწერთ და ვკითხულობთ, ბგერას წარმოვთქვამთ და გვესმის. ჩემი დახმარებით წაიკითხავენ ბავშვები.







ლოგიკური კავშირი ვერსიებსა და აღმოჩენილ საგანს შორის


































ტექსტის კითხვა







ფრონტალური







































ახსნა-განმარტება







მთელ კლასთან






































მთელ კლასთან







ყუთი






































სახელ-
მზღვანელო







4წთ


































1წთ





4წთ
აქტივობა 9.


დაფაზე რვეულის ფორმის ნახაზზე ჩავწერ ასოს, თან ვუხსნი, რომ იციან მთავარი ხაზი , მთავარი ხაზის ზედა ხაზი და მთავარი ხაზის ქვედა ხაზი. ასო-ბგერა ი და ასო-ბგერა ა იწერება მთავარ ხაზზე.




ასოს გამოწერის უნარ -ჩვევის გამომუშავება





კითხვის




მთელ კლასთან





დაფა, ცარცი,





3წთ

აქტივობა 10.
შედიან ბუკებში და ნახავენ როგორ იწერება  ი და ა, თვითონაც ჰაერში მოხაზონ ეს ასო-ბგერები




ბუკში მუშაობის საწყისი უნარი


ისტ-ის გამოყენება


მთელ კლასთან


ბუკი


2წთ

აქტივობა 11.







დავარიგებ რბილი მავთულისგან წინასწარ დამზადებულ ჩხირებს და ვთხოვ დაამზადონ ეს ასო-ბგერები.





აქტივობა12.
ვეწვიოთ ხელოვნებას.
გადაშალონ ბუკები და გააფერადონ ია.







სენსორული ფუნქციის-მხედველობის, სმენის, შეხების
ჩართვა





ბუკში მუშაობის საწყისი უნარი


სწავლა კეთებით









ისტ- ის გამოყენება

მთელ კლასთან










მთელ კლასთან

პლასტელინი










ბუკები

1წთ












სახალისო აქტივობა13.

სტუმრად შემოდის მაღალი კლასის ორი გოგონა,მათ მოაქვთ ორცხობილები საჩუქრად ი და ა ასო-ბგერის ფორმით და დაურიგებენ ბავშვებს,  თან ეუბნებიან, რომ ააწყონ  სიტყვა ;;ია“ და წაიკითხავენ ლექსს- ,,ქართული ანბანის ჰიმნი,,  მიულოცავენ ანბანეთში შებრძანებას. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ მიირთვან ორცხობილები.




გამოცდილების გამდიდრება და  დაინტერესება კითხვის პროცესით




კონტექსტუალური



მთელ კლასთან




ორცხობილები


3წთ




აქტივობა 14.

კედელზე გაკრული იქნება ანბანის ხე, ფოთოლზე ჩავწერთ ი და ა ასო-ბგერებს, აღვნიშნავ რომ ყოველ ახალ ასოს მოვნიშნავთ ამ ხეზე, რომ ბოლოს მთელი ხე ასოებით დაიფარება.
(დანართი5. ფოტო)




გაცნობილი ასო -ბგერის
უკეთ დამახსოვრება





წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით


მთელ კლასთან


ფორმატის ფურცელი მარკერი



1წთ
C. ფაზა

აქტივობა 15.

თითოეულ მოსწავლეს გადავცემ მისალოც ბარათს
სახელწოდებით:
,,გილოცავთ ანბანეთში შებრძანებას“(დანართი 6. ფოტოები)

გაითავისონ, რომ ანბანეთში შებრძანებით მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

კონტექსტუალური

მთელ კლასთან

მისალოცი ბარათები



1წთ

სახალისო აქტივობა16.

,,ჩვენი ოინები“- ბუშტებში სადაც წინასწარ მოთავსებულია გამოჭრილი  იები, კალმის წვერის შეხებით გაიხსნება და გადმოცვივდება იები.(გახალისდებიან)




მხიარულება





თამაში





მთელ კლასთან





იების სურათები, ბუშტები.





1წთ
აქტივობა 17.

მოსწავლეებს ვაჩვენებ
 პატარა იის ნერგს და მოვუწოდებ რომ გაკვეთილის დამთავრების შემდეგ
გადავრგოთ დიდ ქოთანში და ჩვენს ანბანში მოქცეულ ასო-ბგერებთან ერთად გავზარდოთ.






მცენარის მოვლა-პატრონობა,
ასო-ბგერების დაუფლების ინტერესი




ფრონტალური



მთელ კლასთან



იის ნერგი



1წთ
შეფასება

ზოგადად შეფასდება ყველა მოსწავლე. მივცემ განმავითარებელ შეფასებას.






1წთ









დამატებითი აქტივობა: ფილმის ჩვენება ,,ბომბორა სწავლას იწყებს“
                              სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი- ლუარა დარსალია პირადი #48001006716
საგანი ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა-8. სსმ კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა-,,კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები“
სამოდელო გაკვეთილის სახე -პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის ხანგრძლივობა-35 წუთი

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
Ø    კონფლიქტის  ცნებებისა და სახეების გაცნობა.
Ø    უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი კონფლიქტის  მიმართ.                                    ჩამოუყალიბდეს თანაგანცდის უნარი.
Ø  ჩამოაყალიბოს  წესები თუ როგორ დაიცვას თავი კონფლიქტისგან;

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
ამ პერიოდისთვის მოსწავლეებს  აქვთ ლექსიკური მარაგი. შეუძლიათ წაკითხული ტექსტისა და ნანახის  აღქმა და  შინაარსის გადმოცემა,  საკუთარი აზრის დაფიქსირება, საკუთარი და მეგობრის საქციელის კრიტიკული შეფასება და  ურთიერთპატივისცემა.
მოსწავლეებს შეუძლიათ მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება; არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა;
აქედან გამომდინარე მოსწავლეები გაეცნობიან თემას და იმუშავებენ ინდივიდუალურად, წყვილებში.
აღნიშნული გაკვეთილი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ, წლის ბოლოს მისაღწევ, შემდეგ შედეგებსა და მათ ინდიკატორებს:

v  ქართ.1.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.

·         სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან, ინფორმაციასთან დაკავშირებით;
·         აფასებს პერსონაჟს და მის ქცევას კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და . )




                 



             გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის
ორგანიზების
 ფორმა/ფორმები
სასწავლო
 რესურსები



დრო
  1. ფაზა

აქტივობა 1.
მისალმების შემდეგ  მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო მიზნებს, შეფასების კრიტერიუმებს.
 დაფაზე დახაზულია ასოციაციური რუკა,
 წრეში ჩაწერილია საკვანძო სიტყვა
 ,,კონფლიქტი“ სხივებზე მიაწერს
მასწავლებლი მოსწავლეების დახმარებით კონფლიქტისთვის  
დამახასიათებელ სიტყვებს.
(- სხვისი კუთვნილი ნივთის აღება;
-შემთხვევით ვინმეს შეხება ან ხელისკვრა;
-ერთმანეთის გაღიზიანება;
-თანაკლასელის
შეწუხება;
-ერთმანეთის დაშინება;)
( ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის შექმნა.)





წინარე ცოდნის გააქტიურება





მთელ კლასთან


დაფა, ცარცი
(დაფა
 შესაძლებ
ლობას
მისცემს
მოსწავლეებს
თვალსა
ჩინოდ
 დაინახონ
 კონფლიქტის  
მაგალითები)
 








5
წთ

  1. ფაზა.

აქტივობა 2. მინი ლექცია
,, რა არის და
როგორ
დავძლიოთ კონფლიქტი’’
-გაიხსენეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,ჯიუტი თხები’’
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მოთხრობიდან?
-სურათზე მოცემული სიტუაციას რას უწოდებთ? სურათების სლაიდებით ჩვენება.
გასცენ კითხვებს პასუხი სურათებზე
მოცემულ სიტუაციებზე და 
საინფორმაციო ტექსტიდან(დანართი 1, 2.)
(ამ აქტივობის მიზანია, ერთობლივად
განსაზღვრონ კონფლიქტი)

 

ფიზ. წუთი





აქტიური ლექცია





მთელ კლასთან




პროექტორი,
ბუკი





5
წთ

















1წთ

აქტივობა 3.. ვიდეორგოლი კონფლიქტზე
ინტერნეტიდან

(კონფლიქტის მართვისა და მშვიდობის
 მშენებლობის ცენტრი) იხელეთ ბმული
ვიდეოს ჩვენების შემდეგ უპასუხებენ
კითხვებს:
-რა განცდა დაგეუფლათ ვიდეოს ნახვის
შემდეგ?
-თქვენ როგორ მოიქცევით?
წყვილებში გამართონ საუბარი.
(ამ აქტივობის მიზანია, დაფიქრდნენ და
 განსაზღვრონ  თუ როგორ შეიძლება
 კონფლიქტის მოგვარება)








პრობლემაზე
ორიენტირება
ზეპირმეტყველება






მთელ კლასთან




ბუკი,
პროექტორი
(ეს საშუა
ლებას
 მისცემს
 მოსწავლეებს
ჩასწვდნენ
 თემის არსს.)












5
წთ


აქტივობა 4. კონფლიქტის მოგვარება

რა დაგეხმარებათ უკონფლიქტოდ ცხოვრებაში?
PowerPoint_ში აწყობილი სლაიდებს აჩვენებს მასწავლებელი.
 (დანართი 3)(ამ აქტივობის მიზანია, დაფიქრდნენ, თუ როგორ შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას)






კითხვა




მთელ კლასთან




დაფა,
ცარცი
(მოსწავლეებს
 საშუალება
 ექნებათ 
კითხვის
 ტექნიკის
 გაუმჯობეს
ების)






5
წთ


აქტივობა 5. ,,ნამდვილი მეგობარი’’

PowerPoint-ით სლაიდების ჩვენება. სლაიდში ჩაწერილია ფრაზა ..ნამდვილი მეგობარი’’ და  ნამდვილი მეგობრისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს, შემდეგ კი გამოყოფენ, თუ რას მიიჩნევენ ნამდვილი მეგობრის აუცილებელ თვისებად.(დანართი 3).
საბოლოოდ გამოდის ნამდვილი
 მეგობრის პორტრეტი.
გასცემენ კითხვაზე პასუხს:
-ჩამოთვლილთაგან
 რომელი თვისების არ ქონა უწყობს ხელს
მეგობრებს შორის  კონფლიქტს?.
(მოცემული აქტივობის მიზანია,
გაითავისონ ნამდვილი მეგობარის  თვისება)


 

აქტივობა 6.გაკვეთილის გამთლიანება შეჯამება.
 სიტუაციური ამოცანა.
,,კლასში ლია კარგად სწავლობს,
 მაგრამ მას უჭირს ამოცანის ამოხსნა,
რის გამოც დასცინიან კლასელები და
ლიას აქვს კონფლიქტი მათთან.“

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე:
-საჭიროა მოზრდილები ჩაერიონ ამ
 კონფლიქტში? როგორ?
-სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით ამ სიტუაციიდან?
მოსწავლეები ისაუბრებენ მოკლედ კონფლიქტის მოგვარების საშუალებებზე.
(გამოიყენებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას)
მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის თანახმად მოსწავლეები შეიმუშავებენ კონფლიქტის მოგვარების წესს, ჯერ დაფაზე  ჩამოწერს მასწავლებელი, შემდეგ კი გააფორმებს, დაბეჭდავს  და  გააკრავენ საკლასო ოთახში.(სავარაუდო წესები:
  1. კონფლიქტის არიდება
  2. დათმობა
  3. თანამშრომლობა
  4. მოლაპარაკება
  5. ურთიერთპატივისცემა
ამ წესების დაცვით კონფლიქტი ჩანასახშივე მოგვარდება.)
(მოცემული აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ მოსაზრებისა და არგუმენტის ჩამოყალიბებას.)














თვალსაჩინოება





























ზეპირმეტყველება







მთელ კლასთან





























მთელკლასთან





კომპიუტერი,
პროექტორი

(პროგრამა-PowerPoint-ში
მასწავლებლის
 მიერ შექმნილი
რესურსი
მოსწავლეებს
დაეხმარება
საინფორმაციო
ტექსტის
 წვდომაში)


















დაფა,
 ცარცი.

(მოსწავლეებს
საშუალება
ექნებათ
თვალსაჩინოდ
ნახონ წესები)
















5
წთ
























7
წთ





C ფაზა.
აქტივობა 7. შეჯამება-შეფასება

გაკვეთილის შესაჯამებლად
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და
 ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ,
 თუ რა ისწავლეს დღეს,  რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ?  
 მოსწავლეებიდან
წამოსული მოსაზრებების მოსმენის
 შემდეგ მასწავლებელი, შეაფასებს
მოსწავლეებს, აძლევს მათ
განმავითარებელ შეფასებას
 კრიტერიუმებზე დაყრდნობით.











ზეპირსიტყვიერი









მთელ კლასთან






















2წთ















გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
შედეგი სახეზეა თუ მოსწავლე შეძლებს:


Ø  კონფლიქტის  ცნებებისა და სახეების გაცნობას.
Ø   ჩამოუყალიბდეს  უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი კონფლიქტის  მიმართ და  თანაგანცდის უნარი.
Ø  ჩამოაყალიბოს  წესები თუ როგორ დაიცვას თავი კონფლიქტისგან;







შეფასების კრიტერიუმი

შეფასების რუბრიკები


მაღალი

საშუალო

დაბალი
მოსმენილის , ნანახის
გაგება-გაანალიზება
მოსაზრებების გამოთქმა,
არგუმენტირება

ყურადღებით ისმენს,
იმახსოვრებს არსებით
ინფორმაციას და არგუმენტირებულად
აკეთებს დასკვნას.
ყურადღებით ისმენს,
მეტნაკლებად
 იმახსოვრებს
 არსებით ინფორმაციას
 და მეტნაკლებ
არგუმენტირებულად
აკეთებს დასკვნას.
ყურადღებით არ ისმენს, არ იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და არ აკეთებს დასკვნას.


წესების შემუშავება
კონფლიქტის ასაცილებ
ლად
მოსმენილის, ნანახის და
 ახსნილის შემდეგ
შეუძლია წესების
 შემუშავება
მოსმენილის, ნანახის და
 ახსნილის შემდეგ
მეტნაკლებად
შეუძლია წესების
 შემუშავება
მოსმენილის, ნანახის და
 ახსნილის შემდეგ
არ შეუძლია წესების
 შემუშავება


თარიღი:  06.05.2019

ხელმოწერა:    ლ.დარსალია

No comments:

Post a Comment