გაკვეთილის გეგმა

 გაკვეთილის გეგმა

სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
სოფელ ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა
მეოთხე კლასის მათემატიკის მასწავლებელი
 ლუარა დარსალია
26.03. 2018.
გაკვეთილის თემა: ამოვკრიბოთ, შევაგროვოთ და მოვაწესრიგოთ საჭირო მონაცემები
კლასი-მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა-12. სსმ კლასში არ არის
გაკვეთილის ხანგრძლივობა-45 წუთი
                                                                                                                                                                          სასწავლო მიზნები:

მოსწავლემ შეძლოს:

                                                                                                                                                                                       
                                  
Ø  რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემთა მოწესრიგება
Ø   მიღებული ინფორმაციის    ანალიზი და დასკვნების გაკეთება


ეროვნულ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

4.13.აწესრიგებს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს
4.14.აკეთებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ელემენტარულ ანალიზს.

კლასის ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან, ინდივიდუალური, ჯგუფური.







წინარე ცოდნა: 
                            მოსწავლეებს შეუძლიათ :
საჭირო მონაცემების მოძებნა, ფლობენ ტერმინს                                                                        „დაჯგუფება“, და ჩამოყალიბებული აქვთ მონაცემთა დაჯგუფების  უნარ-ჩვევები, იციან ცხრილის სტრიქონი და სვეტი, მონაცემის მიხედვით პიქტოგრამის შედგენა.

   
გაკვეთილის მსვლელობა

მისალმების შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ სტუმრებს. შევახსენებ ქცევის წესებს,
გავაცნობ გაკვეთილის მიზანს  და  ანალიტიკური შეფასების კრიტერიუმებს.

აქტივობის აღწერა
აქტივობის მიზანი
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
რესურსი
დრო
A.     ფაზა

აქტივობა1. თამაში „მათემატიკური ესტაფეტა“.

მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესისთვის მოსამზადებლად ჩავატარებ თამაშს „მათემატიკური ესტაფეტა“.(ჩადგებიან წრეში, მე დავასახელებ რიცხვს და ესტაფეტას გადავაბარებ მომდევნო მოსწავლეს, ესტაფეტა  გაგრძელდება მარჯვნივ დაითვლიან ასეულის ბიჯით და წრეში მდგომნი გადააბარებენ მომდევნოს, ბიჯი გზადაგზა შეიცვლება. )

აქტივობა2.საშინაო დავალების შემოწმება. პიქტოგრამა.

  დაფაზე  მოცემულია ამოცანა:
„პაპამ ნაკვეთში მოსავალი აიღო: ხახვი 8 ყუთი, პომიდორი 10 ყუთი, კიტრი 6 ყუთი, ბადრიჯანი 4 ყუთი.“ მონაცემები აღებული მოსავლის შესახებ წარმოადგინონ პიქტოგრამის სახით.(დავსვამ კითხვას: რა არის პიქტოგრამა? მონაცემების შინაარსის გრაფიკული სიმბოლოებით გამოსახვა. მას შეხსენების ფუნქციაც აქვს.)
დასვან რამდენიმე კითხვა პიქტოგრამასთან დაკავშირებით. (სულ რამდენი ყუთი მოსავალი აუღია პაპას?
მოსავლის რომელი ყუთია ურო მეტი? ნაკლები?)



                  მოსწავლეთა
მობილიზება

















წინარე ცოდნის
გააქტიურება



თამაში
















პიქტოგრამის შედგენა

მთელ კლასთან

















მთელ კლასთან




















დაფა, ცარცი
3 წთ




















8წთ

B.      ფაზა

აქტივობა 3. სქემის შევსება

დაფაზე გაკრული ფორმატის
ფურცელზე
მოსწავლეები ავსებენ
ამობეჭდილი სქემის-„ ვისწავლე, ვიცი, მინდა ვიცოდე“ მესამე გრაფას. გავარკვევ რის გაგება სურთ.(დანართი2)

                  მიღებული ცოდნის „გაფილტვრა“
          სქემის შევსება
                  მთელ კლასთან
  ფორმატის
ფურცელი,
მარკერი

          4.წთ
აქტივობა 4. სქემის შევსება.

დაფაზე  იქნება მოცემული სქემა სადაც იქნება კითხვები: 1.თქვენთვის საინტერესო საკითხების გასაცნობად მონაცემთა შეგროვების რომელ ხერხს გამოიყენებდით?
2.როგორ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში? (სავარაუდო პასუხები:1.1.ენციკლოპედიას.
1.2.ინტერნეტს.
1.3.სკოლის სახელმძღვანელოებს.)
2.1.საძიებელ ველში ჩაიწერება საკვანძო სიტყვა.) 


ინფორმაციის მოძიების წყაროების ცოდნა
სქემის შევსება
მთელ კლასთან

დაფა, ცარცი
5 წთ
აქტივობა 5. მონაცემების ამოკრება.

დავარიგებ ფურცლებს, სადაც მოცემულია მონაცემები:
                                                      
1.ამოკრიბონ მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ-ს) დიდი ქალაქებისა და
მდინარეების შესახებ. 2.ამოკრიბონ
 მონაცემთა შესაბამისი ჯგუფებიდან ყველაზე მცირე საზომი ერთეულები.
(დანართი 1)

ფიზ. წუთი



რაოდენობრივი მონაცემების
ამოკრება 
საკლასო წერითი
დავალება
ინდივიდუალური
კალმები,
ფურცლები
5 წთ

















1 წთ
აქტივობა 6. დააჯგუფე;

დააკვირდნენ სურათზე მოცემულ ცხოველებს და უპასუხონ კითხვებს. (სახელმძღვანელო გვ.153. დავ 2.)

თვისობრივი
მონაცემების
დაჯგუფება
ფრონტალური
მეთოდი
მთელ კლასთან

სახელმძღვანელო
7.წთ
    აქტივობა 7.ცხრილი.

კლასს დავყოფ სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს დავურიგებ ფურცლებს, სადაც მოცემულია მონაცემები, ისარგებლონ ამ მონაცემებით და შეავსონ ცხრილი.( თითოეულ ჯგუფს ექნება სხვადასხვა დავალება)
(დანართი2. 3. 4)

ცხრილის შევსება
პრეზენტაცია
ჯგუფური
კალმები ფურცლები
7.წთ



     c.ფაზა





აქტივობა 7.
საშინაო დავლება.

თითოეულ მოსწავლეს დავურიგებ ბარათს, სადაც მოცემულია დავალება (დანართი 5.)

ინფორმაციის მოძიება
საშინაო დავალება
ინდივიდუალური

2წთ

გაკვეთილის შეჯამება და შეფასება.  გაიხსენებენ
დასაწყისში სქემის შევსების დროს რა მიუთითეს, რის გაგება სურდათ.(ჩამოთვლიან როგორი სახით შეიძლება წარმოადგინონ მონაცემები. სავარაუდო პასუხები: ცხრილის, სქემის, თვისობრივ-რაოდენობრივ მონაცემის სახით.)
 განმავითარებელ შეფასებას ვაძლევ სიტყვიერი
კომენტარით. (შერჩევის მეთოდი, ჩხირების დახმარებით)

რეფლექსია
კითხვა -
პასუხის რეჟიმი


3 წთ




































საჭირო რესურსი: ფორმატის ფურცელი, კალმები, ცარცი, დაფა,
                                 მარკერი, მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი,
                                  ბუკი.




დამატებითი აქტივობა: შეასრულე მითითებული მოქმედებები:

8 600-(257+403.6)                                     (647+3 505).3
(1 500-700).5-2 500                                    (7 020-560).9


ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია                            5.04.2018.

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მეოთხე კლასის მათემატიკის მასწავლებელი ლუარა დარსალია
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო -მოსწავლემ შეძლოს: რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება. მიღებული ინფორმაციის ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

გაკვეთილი ითვალისწინებდა წინა მასალის გამოკითხვას, პიქტოგრამის შედგენას,
რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებზე დაკვირვებას, სიის დალაგებას ანბანის მიხედვით, ცხრილის, სქემის შევსებას. გაკვეთილი დავიწყე თამაშით-„მათემატიკური ესტაფეტა“. ესტაფეტა გაგრძელდა ჩემგან მარჯვნივ, უმატებდნენ ჩემ მიერ დასახელებულ რიცხვს  ორასის ბიჯით ათასამდე, ბიჯი შეიცვალა უკუთვლითაც. მოსწავლეები გახალისდნენ და შეექმნათ განწყობა გაკვეთილისთვის. სტუმრების გაცნობის შემდეგ შევახსენე მოსწავლის ქცევის წესები, რომელიც ერთად შევიმუშავეთ, გავაცანი გაკვეთილის თემა, სასწავლო მიზნები, და შეფასების ანალიტიკური რუბრიკა.  
        საშინაო დავალების შემოწმების მიზნით, ანალოგიური მონაცემი ჩამოვწერე დაფაზე წინასწარ და ვთხოვე პიქტოგრამის შედგენა, შევახსენე რა არის პიქტოგრამა, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი, ჩამოვლით შევამოწმე დავალება და გავიგე რომ დავალება სწორად ჰქონდათ შესრულებული. შეავსეს გრაფა „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე გრაფის“-მესამე გრაფა, დააფიქსირეს გაკვეთილზე რის გაგება უნდოდათ, გააკეთეს სხვადასხვა აქტივობები, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური, როგორც თვისებრივი ასვე რაოდენობრივ მონაცემებზე, სიის დალაგება ანბანის მიხედვით, შესაბამისობა- სხვადასხვა სახის მონაცემების მიხედვით-გაკვეთილის დასასრულისკენ გაიხსენეს შევსებული გრაფა და გასცეს კითხვას პასუხი, თვითონ მივიდნენ დასკვნამდე-თუ რა სახით შეიძლება წარმოადგინონ მონაცემები.
       ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი შეესაბამებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს-კერძოდ იმას, რომ სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. მოსწავლე ხომ უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს პრობლემას, მასწავლებლის ინსტრუქციების დახმარებით აკეთებს აღმოჩენებს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს დასკვნა. ამ აქტივობების შემდეგ მოსწავლეებისთვის  დავალებები ბევრად მარტივი და გასაგები გახდა.
    გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა, თუმცა ვფიქრობ გამოიკვეთ საკითხი, რომელიც შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, კერძოდ: ნაკლებად ჩართული მოსწავლისთვის  საჭირო იყო ინდივიდუალურად მიმეცა ინსტრუქციები, მეტი ყურადღება დამეთმო, რათა იგი ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩართულიყო.                                                                      

No comments:

Post a Comment