რესურსები


ელექტრონული რესურსი,,ციური სხეულები’’
სასწავლო რესურსი იხილეთ ბმულზე:
 2018-2019 სასწავლო წელი
 სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი.
რესურსის სახელწოდებაა,,ციური სხეულები’’
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ციურ სხეულებზე
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი  საფეხური, პირველი კლასი

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

1.ბავშვები შეიყვანენ Google-ში მოცემულ ბმულს;
2.
ბმულის გახსნის შემდეგ გაეცნობიან დავალებას და დააწკაპუნებენ ok -ს; 3.დასმული კითხვის შემდეგ მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი;
4.
მოსწავლე აწკაპუნებს ერთ-ერთ პასუხზე;
5.
სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში არასწორად შევსებული ველი წითლდება.
6.რეზიუმე კეთდება ბოლოს თუ რამდენი  პროცენტით შეასრულა დავალება მოსწავლემ.

  
რესურსის რეფლექსია
ელექტრონული რესურსის სახელწოდებაა: ,,ციური სხეულები’’. ელექტრონული რესურსის მიზანია  მოსწავლემ განამტკიცოს  და შეაჯამოს ცოდნა.  პირველი  კლასის მოსწავლეებისათვის  ციურ სხეულებზე წარმოდგენა და   დამახსოვრება რთულია, ამ ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლებს დაეხმარება შეაჯამონ ცოდნა პრაქტიკულ აქტივობაში და შეძლონ  შეძენილი ცოდნის დემონსტრირება, თვითშეფასება, ხოლო მასწავლებელს დაეხმარება შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და განსაზღვროს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებანი.  აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე.  ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესს უფრო ხალისიანს და მრავალფეროვანს ხდის, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ამასთანავე ბავშვებს უვითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის უნარს.
რესურსი გამოვიყენე  ბუნებისმეტყველების შემაჯამებელ  გაკვეთილზე, ცოდნის მონიტორინგისათვის.  მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ტესტირების პროცესში. ასევე მისმა გამოყენებამ გაახალისა ბავშვები, გაზარდა ჩართულობა და ხელი შეუწყო ტესტურ დავალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.  
ბუნ.1.1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ტესტზე  მუშაობისას მოსწავლე აწკაპუნებს სასურველ უჯრას, გამოდის სავარაუდო პასუხი,  უნდა მოიფიქროს და დააწკაპუნოს სწორ პასუხს.

რესურსი დამეხმარა მიზნის მიღწევაში. მე გავხდი უფრო ინფორმირებული და   მოტივირებული,  მოსწავლეებმა შეაჯამეს არსებული ცოდნა ციურ სხეულებზე.
ეს თემა დაწყებით საფეხურზე ყოველწლიურად  მეორდება, ამიტომ მისი გამოყენება მრავალჯერადადაა შესაძლებელი. იგი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკეული მის განხილვის დროს, ასევე შემაჯამებელ გაკვეთილზე. ხშირადაა თემები სეზონურ და ბუნებრივ მოვლენებზე, ასევე ქართულშიც. მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში ეს რესურსი დახმარებას  კოლეგებსაც  გაუწევს.




ლუარა დარსალია



ელექტრონული რესურსი:  სახალისო დავალება, შეკრება -გამოკლება 20-ის ფარგალში
სასწავლო რესურსი იხილეთ ბმულზე:

2018-2019 სასწავლო წელი.
 სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი.
რესურსის სახელწოდებაა:  სახალისო მათემატიკა
მიზანი: ცოდნის განმტკიცება მუშაობის შემდგომ ეტაპზე, შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგალში.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

1.ბავშვები შეიყვანენ Google-ში მოცემულ ბმულს;
2.ბმულის გახსნის შემდეგ გაეცნობიან დავალებას და დააწკაპუნებენ ok-ს;    
 3.ზედა ველში განთავსებულია პასუხები;
4.ფაზლის ბადეში ჩაწერილია გამოსახულება;
5.მოსწავლე აწკაპუნებს ერთ-ერთ პასუხზე;
5. შემდეგ ირჩევს მის შესაბამის გამოსახულებას ფაზლის ბადეში და  აწკაპუნებს;
6.არასწორად შევსებული ველი წითლდება და იქვე შეუძლია მოსწავლეს შესწორება;
7. ყველა სწორი პასუხის შემთხვევაში ფაზლის ბადეში გამოჩნდება პატარებისთვის საყვარელი გმირი ,,სპაიდერმენი“.


რესურსის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სახელწოდებაა:  სახალისო დავალება, შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგალში. აღნიშნული ელექტრონული რესურსის მიზანია განამტკიცოს მოსწავლემ ცოდნა მუშაობის შემდეგ ეტაპზე. ამ ელექტრონული რესურსის გამოყენება მოსწავლებს დაეხმარება თვითშეფასებაში, ხოლო მასწავლებელს დაეხმარება შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და განსაზღვროს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებანი. რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესის შეფასებას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.  აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესს უფრო ხალისიანს და მრავალფეროვანს ხდის, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ამასთანავე ბავშვებს უვითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის უნარს.
რესურსი გამოვიყენე  მათემატიკაში გაკვეთილზე მუშაობის შემდგომ ეტაპზე. რესურსი დამეხმარა მიზნის მიღწევაში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ტესტირების პროცესში. ასევე მისმა გამოყენებამ გაახალისა ბავშვები, გაზარდა ჩართულობა და ხელი შეუწყო ტესტურ დავალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.  
მათ. 1. 3. მოსწავლეს შუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
ტესტზე  მუშაობისას მოსწავლე აწკაპუნებს ზედა ველში განთავსებულ პასუხს და შემდეგ ფაზლის ბადეში მის შესაბამის გამოსახულებას.
რესურსი დამეხმარა მიზნის მიღწევაში. მე გავხდი უფრო მოტივირებული. მოსწავლეებმა შეძლეს შემდგომი მუშაობისთვის ცოდნის განმტკიცება.
დღევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს  მოახდინოს ცოდნის მონიტორინგი თემის საკვანძო საკითხებზე. მათემატიკაში  რესურსი გამოვიყენე გაკვეთილზე შემდგომი მუშაობისთვის,  ეს თემა დაწყებით საფეხურზე ყოველწლიურად  მეორდება, ამიტომ მისი გამოყენება მრავალჯერადადაა შესაძლებელი. იგი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკეული თემის განხილვის დროს, ასევე შემაჯამებელ გაკვეთილზე. მცირე მოდიფიცირების შემთხვევაში ეს რესურსი დახმარებას  კოლეგებსაც გაუწევს.




ლუარა დარსალია


ელექტრონული რესურსიქართული ენა
ვიქტორინა
სასწავლო რესურსი იხილეთ ბმულზე:
2018-2019 სასწავლო წელი.

სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი.
რესურსის სახელწოდებაავიქტორინა ქართულ ენაში
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ენობრივ მასალაზე მუშაობის შემდგომი  ეტაპისთვის.
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხური, პირველი კლასი.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცი
1.ბავშვები შეიყვანენ Google-ში მოცემულ ბმულს;
2.
ბმულის გახსნის შემდეგ გაეცნობიან დავალებას და დააწკაპუნებენ ok-;  3.დასმული კითხვის შემდეგ მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი;
4.მოსწავლე აწკაპუნებს ერთ-ერთ პასუხზე;
5.
სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში არასწორად შევსებული ველი წითლდება და ისევ თავიდან იწყება.
6.რეზიუმე კეთდება ბოლოს.






რესურსის რეფლექსია
სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, საჭიროა მასწავლებელი გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს და გაამდიდროს სწავლება სხვადასხვა სახის რესურსითდამატებითი მასალით, რომელიც დააინტერესებს ბავშვებს. დაწყებით საფეხურზე ეს განსაკუთრებით საჭიროა გრამატიკული მასალის ათვისებისას, რადგან მარტო ცნებებით ძნელია ამ  ასაკის მოსწავლეთა დაინტერესება. ამ მიზნით შევქმენი სასწავლო რესუსი-ვიქტორინაბავშვებს ხშირად ერევა ბგერები, მარცვლები, სიტყვები, წინადადების სახეები  და ჩემ მიერ შექმნილი რესურსის მიზანიც არის  ამ მასალაში ჩაღრმავება-დამახსოვრება.
აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის პირველი კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(1).4.მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და  სამეტყველო  ეტიკეტის  საბაზისო ნორმების დაცვა.
რესურსის შექმნისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება და შევეცადე  კითხვები ყოფილიყო საინტერესო და დაძლევადი კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის.
აღნიშნული რესურსი გამოვიყენე  ენობრივ მასალაზე მუშაობის   შემდგომ ეტაპზე. რესურსის გამოყენებამ დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. შექმნა მოსწავლეებში პოზიტიური განწყობა.  მუშაობა წარიმართა წყვილებში, რამაც ხელი შეუწყო მსჯელობის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ურთიერთთანამშრომლობასრესურსმა შეასრულა თავისი მისია, მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ, უკეთ დაამახსოვრდათ და განუმტკიცდათ ცოდნა ენობრივ მასალაზე,  გარდა ამისა აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს უვითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეებმა შეთავაზებულ დავალებას 90-95%-ით გასცეს პასუხი
ვიქტორინაზე  მუშაობისას მოსწავლე აწკაპუნებს სასურველ უჯრას, გამოდის სავარაუდო პასუხები, მოსწავლემ უნდა მოიფიქროს და დააწკაპუნოს სწორ პასუხს.
რესურსის შექმნამ დასახულ მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის განმტკიცება მუშაობის შემდგომი ეტაპისთვის.
ამ  რესურსის მაა ენობრივი მასალა, მაგრამ იგი შეიძლება გამოვიყენოთ  გრამატიკული მასალის სხვა საკითხის შესწავლისას.. ასევე მოდიფიცირების შემთხვევაში იგი გამოადგება უც ენის პედაგოგებს ანალოგიური საკითხების შესწავლის დროს.


1 comment:

  1. ძალიან სასარგებლო რესურსია!...წარმატებები!

    ReplyDelete